ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლასთან დაკავშირებით
პროცესი არ მოითხოვს საბურავების სეზონურობის შემოწმებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ავტომობილი ზაფხულის საბურავებით ზამთრის პერიოდში (და პირიქით), რადგან ინსპექტირებისას მოწმდება მხოლოდ საბურავის ტექნიკური მდგომარეობა და არა მისი სეზონური დანიშნულება.
მთავარი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული:
პროტექტორის სიღრმე (არანაკლებ):
მსუბუქი ავტომობილები (M1, N1): 1.6 მმ
მიკროავტობუსები და ავტობუსები (M2, M3): 2.0 მმ
სატვირთო ავტომობილები (N2, N3): 1.0 მმ
ერთგვაროვნება: ერთ ღერძზე (წინა ან უკანა თვლებზე) აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული იდენტური ზომის, ტიპისა და ნახატის მქონე საბურავები.
მდგომარეობა: საბურავებს არ უნდა აღენიშნებოდეთ ვიზუალური დაზიანება, ბზარები, ბუშტუკები (თიაქარი) ან დეფორმაცია.
წლოვანება: საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი.
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესში მაჩვენებელთა დაფაზე არ უნდა ინთებოდეს შემდეგი სისტემების გაუმართაობის ნიშნები:
ABS (მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა);
SRS / Airbag (უსაფრთხოების ბალიშების სისტემა).
ამ ინდიკატორების ანთება ტექინსპექტირების ვერ გავლის საფუძველია.
ძრავის ინდიკატორი (Check Engine): თუ თქვენს ავტომობილზე ანთია ე.წ. „ჩეკი“, ეს არ ითვლება ხარვეზად და ამის გამო ავტომობილი არ დახარვეზდება.
საბურავების წნევის ინდიკატორი (TPMS): თუ დაფაზე ინთება საბურავების წნევის მაჩვენებელი, ინსპექტირებისას ეს დაფიქსირდება, როგორც უმნიშვნელო ხარვეზი.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო ხარვეზით ტექინსპექტირება გავლილად გეთვლებათ, შემდეგი ინსპექტირებისთვის აუცილებელი იქნება ამ ხარვეზის გამოსწორება.
თუ თქვენი ავტომობილი აღჭურვილია თხევადი (LPG) ან ბუნებრივი (CNG) აირით (როგორც დამატებით დამონტაჟებული, ისე ქარხნული სისტემით), პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წარმატებით გავლისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
აირბალონის ტექდათვალიერების სერტიფიკატი: უნდა წარადგინოთ აკრედიტებული ცენტრის მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აირბალონის გამართულობასა და უსაფრთხოებას.
ცვლილება ტექნიკურ პასპორტში: ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობაში (ტექ. პასპორტში) აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული საწვავის დამატებითი ტიპი.
გაითვალისწინეთ: გაზის საბუთის (აირბალონის ინსპექტირების სერტიფიკატის) წარდგენა აუცილებელია ყოველი პერიოდული ტექინსპექტირების დროს. აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, ავტომობილი ინსპექტირებისას დახარვეზდება „მნიშვნელოვანი ხარვეზის“ პუნქტით, რაც ტექინსპექტირების ვერ გავლის საფუძველი გახდება.
პრაქტიკული მხარდაჭერა მონაცემებთან ან სისტემასთან დაკავშირებული შეფერხებებისას.
თუ ტელეფონის ნომერი არასწორად არის მითითებული უნდა მოგვმართოთ მხარდაჭერის ჯგუფს. ჩვენ დაგეხმარებით მონაცემების განახლებაში, რათა ინფორმაცია დროულად მიიღოთ.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ნომრის ბაზიდან დეაქტივაცია. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს (Support), მოგვაწოდოთ თქვენი ნომერი და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად განვაახლებთ ინფორმაციას.
თქვენი ავტომობილების სიის მართვა მარტივად შეგიძლიათ „პირადი სივრციდან“
ავტორიზაციის შემდეგ, თქვენ თავად მართავთ თქვენს ავტოპარკს — ამატებთ ახალს ან აუქმებთ ძველ ჩანაწერებს რამდენიმე წამში.
დაჯავშნის საფასური: თითოეულ ავტომობილზე ჯავშნის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.
უფასო ცვლილება: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა 2-ჯერ სრულიად უფასოდ შეცვალოთ ჯავშნის დრო, თარიღი ან ლოკაცია.
დროის ლიმიტი: ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ვიზიტამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. (მაგალითად, თუ ვიზიტამდე დარჩენილია 1 სთ და 58 წთ, სისტემა ცვლილებას აღარ დაუშვებს).
გაუქმება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
გაეცანობით პლატფორმის ძირითად სერვისებს და ხშირად დასმულ კითხვებს.
დიახ, შეგიძლიათ ჯავშნის გაკეთება, გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჯავშნის განხორციელებისთვის მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს პლატფორმაზე. ჯავშნის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებისთვის.
ავტორიზაცია საშუალებას მოგცემთ:
სწრაფად დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ ცენტრში;
მართოთ თქვენი ჯავშნები და მიიღოთ შეხსენებები;
იხილოთ თქვენი ავტომობილების ტექნიკური ისტორია პირად კაბინეტში.
დიახ, ჩვენი პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, ნებისმიერ დროს გქონდეთ წვდომა თქვენი ავტომობილის ინსპექტირების შედეგებზე. ინსპექტირების პროცესის დასრულებისთანავე, დეტალური ელექტრონული ანგარიში იტვირთება თქვენს პირად კაბინეტში. თქვენ შეგიძლიათ:
ნახოთ და ჩამოტვირთოთ ოფიციალური ინსპექტირების ბარათი PDF ფორმატში;
გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას დაფიქსირებული ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი სიმძიმის შესახებ;
გთხოვთ გაითვალისწინოთ: აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ავტომობილმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა PTI.GE-ს პარტნიორ სერვისცენტრებში. ჩვენი სისტემა ახდენს მონაცემების სინქრონიზაციას მხოლოდ პარტნიორი კომპანიებიდან, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტესა და უსაფრთხოებას.
ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ჩვენი პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს წვდომას ვერიფიცირებულ მონაცემებზე. აღნიშნული სერვისი საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ ავტომობილის იდენტიფიცირება და გაეცნოთ მის დეტალურ ისტორიას როგორც საერთაშორისო (აშშ/ევროპა), ისე ადგილობრივ (საქართველო) ჭრილში.
საანგარიშო პაკეტები მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
საერთაშორისო ისტორია: ინფორმაცია ავტომობილის მდგომარეობის შესახებ დასავლეთის ქვეყნებში ყოფნის პერიოდში (საგზაო შემთხვევები, აუქციონის მონაცემები და ფოტო-დოკუმენტაცია).
ადგილობრივი ისტორია: საქართველოში ექსპლუატაციის პერიოდში დაფიქსირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული მონაცემების სრული არქივი.